17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე მოსალოდნელია წვიმა


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

“ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 – 30 მ/წმ-დე.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!