ხსოვნის პოეზია


ეძღვნება ზუგდიდელების საყვარელი პედაგოგის, დიანა როგავას ხსოვნას.

მზის ალისფერი სხივები, როგორც შროშანები ირხევიან ჰორიზონტზე და ქარის სულისგამყინავი ჩურჩულისგან კანკალებენ… სულის ოქროსფერი ძარღვები მშორდებიან და ესისხლხორცებიან, ესისხლძარღვებიან, “ესიცოცხლებიან” მზის ჩასვლისგან დასადგურებულ შავ სივრცეს, რომელიც შავი ხვრელივით უფსკრულისფერია და უიმედო პოეტივით გოდებს. ცივი ტკივილი მათოვს და მეც თეთრი სევდის თოვლში ვიძირები. სიცივე უსახური, უჩინარი ლანდივით მეხვევა და შემძარწუნებელ მდუმარებას ვარღვევ:

-ასეთია სიკვდილი? – ვეკითხები ქარს.

-ალბათ… – ისევ სევდანარევად ჩურჩულებს: – მე ხომ არ ვკვდები, მე მხოლოდ ვჩერდები. სიკვდილის გემო არ შემიგვრძვნია.

-და სიკვდილის სუნი? რისი სუნი აქ?

-ვანილის სურნელი აქვს სიკვდილს. ვანილის და ბედნიერების.

-ბედნიერების?

-ვანილის სურნელოვანი ბედნიერების.

-რატომ ბედნიერების?

-არვიცი, უბრალოდ ვგრძნობ, რომ ამ სამყაროს რაღაც აკლია… რაღაც, რაც აქამდე ბედნიერებას ანიჭებდა ბევრს, რაც ახლა სიცარიელემ ჩაანაცვლა და ეს ვანილის სურნელოვანი სევდა წებოვანი ბუშტივით იზრდება იმდენად სწრაფად, რომ მალე მთელ ორგანიზმს შეისრუტავს და დაიკავებს. თუმცა, გულში, თოვლის შუაგულში ანთებული ერთადერთი სანთელივით ელავს ის ბედნიერება, – ყვავილივით დათესილი ბედნიერება. ცეცხლი მალე იყვავილებს, იცი, რა ლამაზია ცეცხლის ყვავილი?

-რა ფერია სიკვდილი?

-“ცის” – ფერი!

-როგორც უკიდეგანო ზღვა.

-არა, როგორც უკიდეგანო თვალები…

-მისი თვალები!

-დიკას თვალები… მაშ, სიკვდილს კი არა, მის მიერ დატოვებულ სიცარიელეს აქვს ვანილის სურნელი და ,,ცის”-ფერი! რადგან ,,სიკვდილი” არ ემუქრებათ მსგავს ადამიანებს, მათი ,,დათესილი ბედნიერების ცეცხლი” აყვავილდება და უსასრულოდ იარსებებს ჩვენში!  მსგავს ადამიანებს სიკვდილი არ ემუქრებათ, ისინი აქ ცოცხლობენ, ჩვენს გულებში…

-ჩვენს გულებში!

-ჩვენს   გულებში!

ნიკოლოზ ჩაჩიბაია,

მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!