- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში საშემოდგომო აქტივობები მიმდინარეობს.
საშემოდგომო აქტივობა დღეს ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღში აღსაზრდელების, აღმზრდელებისა და მშობლების ჩართულობით განხორციელდა.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ აქტივობის საინტერესოდ დაგეგმვისა და მშობლების ჩართულობისათვის, შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა.
ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “ჩვენ დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაღები მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობებით ნამდვილად გამოირჩევიან. ჩვენი აღსაზრდელების განვითარებისა და მეთოდოლოგიურად სწორი აღზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ აქტივობებში აქტიურად არიან ჩართული აღსაზრდელთა მშობლები, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მადლობას ვუხდი , აგრეთვე, აღმზრდელებს შრომისა და დაუღალავი ღვაწლისთვის”.