- ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა დაიდგა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი.
ცერემონიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველო საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ღონისძიებაზე ანსამბლ ,,ბასიანი“-ის მიერ შესრულდა ქართული საგალობლები და ხალხური სიმღერები.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს