- ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრისა და ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა შემოქმედ მოსწავლეთა კრებულის წარდგინება ლიტერატურულ – მუსიკალური კომპოზიციის სახით.
პროექტის ავტორები გახლავთ ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის მასწავლებელები და ცენტრის თანამშრომლები.
შემოქმედმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება და მოწონება დაიმსახურეს. მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს მოწვეულმა სტუმრებმა, განათლებისა და კულტურის სფეროში ღვაწლმოსილმა ადამიანებმა:
შემოქმედებითი საღამოს დასასრულს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის.