საერთაშორისო სიმპოზიუმზე მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუზეუმმა


  • დუზჯეს უნივერსიტეტის ორგანიზებით, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციის მხარდაჭერით, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – “თურქულ-ქართული კულტურული ურთიერთობები“ – მონაწილეობა მიიღო დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქალბატონმა ნანა აბულაძემ, რომელიც წარსდგა მოხსენებით – ,,ქსოვილით გაცოცხლებული ისტორია“.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციას წინ უძღოდა, 2023 წლის 18 მაისს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში, გამოფენილი – ,,ქსოვილით გაცოცხლებული ისტორია“, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო ექსპონატები არქეოლოგიის, ყოფისა და ეთნოგრაფიის, ახალი და უახლესი ისტორიის, საბიბლიოთეკო ფონდებიდან, რომლებმაც ფაქტიურად ქსოვილის ისტორია გააცოცხლეს.

“ამ გამოფენის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ ნანა აბულაძე და სწორედ ეს გამოფენა იყო საფუძველი და ერთგვარი ინსპირაცია, კონფერენცის თემისა, რითაც ქალბატონი ნანა წარმატებულად წარსდგა საზოგადოების წინაშე.”-აღნიშნულია დადიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen + thirteen =

Akismet ანტისპამი