სეს მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებს


  • სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს.

“მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ტემპერატურის კლებასთან ერთად, მწერი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ მიგრირებს. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.”- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, დასავლეთ საქართველოში – სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დაამუშავა 227 148 ჰა ფართობი, ცივი შესხურებით – 91 579,25 ჰა სოფლის ტერიტორია, სიმინდის მასივები, ჯაგნარები და ტყის პერიმეტრი; მონიტორინგის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდა 107 725 სპეციალური სადგური.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!