ანაკლიაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, მდინარე ენგურზე, მოქალაქეები ხის კონსტრუქციის ნავიდან, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლინდნენ. სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 14,3 კგ. კეფალის სახეობის თევზი.

“უკანონოდ მოპოვებული თევზი და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!