მუზეუმს საჩუქრად გადაეცა დავით დადიანის პორტრეტი


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცა დავით დადიანის პორტრეტი.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ნიკა ახალბედაშვილის თანადგომით, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მხატვარ-რესტავრატორმა, არტემ ანტანოსმა შეასრულა ასლი ფერწერული პორტრეტისა, რომლის ორიგინალი დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, რომლის ავტორიც უცნობია.

“დადიანების მუზეუმის სახელით მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ბატონ ნიკა ახალბედაშვილსა და საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორს, ბატონ გიორგი კალანდიას, ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისათვის.”-აღნიშნულია სასახლის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!