ზუგდიდში “აზრთა ფესტივალი” გაიმართება


  • 20 ოქტომბერს, ზუგდიდში, “აზრთა ფესტივალი“  გაიმართება. ფესტივალის მიზანია საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ პირს, აქტუალურ თემებზე სასაუბროდ შესთავაზოს აპოლიტიკური, თავისუფალი, ტოლერანტული პლატფორმა.

შეხვედრის ფარგლებში, დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, სპიკერებთან, საკითხით დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად, მოხდება შემდეგ საკითხებზე მსჯელობა: მშვიდობის მშენებლობა, კიბერუსაფრთხოება და პერსონალური მონაცემების დაცვა, პროფესია, განათლება, დასაქმება, ვინ დაიცავს მამაკაცის უფლებებს? ადგილობრივი თვითმმართველობის როლი გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, მიგრაციის შესაძლო გამოწვევები და შესაძლებლობები, ქალები სპორტში, მიუსაფარი ცხოველების პრობლემები, ახალგაზრდები და გამოწვევები.

დისკუსიის პარალელურად მოხდება სხვადასხვა თემატიკის ვორქშოფები. მოეწყობა გამოფენა, ასევე შემეცნებითი და გასართობი პროგრამები. გაიმართება საგანგებოდ ფესტივალისთვის შერჩეული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. მოეწყობა ხანდაზმულთა სახელოვნებო კუთხე. პატარებს უმასპინძლებს საბავშვო სივრცე.

ფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია ,,მერკური“.

                                              


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!