ასმათ ხუბულავა: “ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირი” ისევ თქვენი ერთგული რჩება


  • “ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირი” 20 წლის გახდა. ის თავის რიგებში უკვე აერთიანებს ათასობით ზუგდიდელს. ასმათ ხუბულავა კავშირის თავმჯდომარე, „ზუგდიდელებს“ ესუბრება იმ სიახლეებზე, რომელსაც მისი ორგანიზაცია სთავაზობს ორგანიზაციის წევრებს:

-20 წლის წინ, საჯარო სკოლების დირექტორებმა, პედაგოგებმა, სკოლამდელი დაწესებულებების მუშაკებმა, ერთად, დავაფუძნეთ ორგანიზაცია “ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირის” სახელწოდებით, რომელსაც, მართალია, დღემდე, პედაგოგთა ორგანიზაციის სახელით მოიხსენიებენ, მაგრამ მისი სერვისებით სარგებლობს ნებისმიერი, ჩვენთან გაწევრიანებული ზუგდიდელი. ჩვენ, ამ წლების განმავლობაში, გთავაზობდით მაღალი სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებებს. ასევე, ყველაზე დაბალ ფასში, საქართველოსა და საზღვარგარეთის კურორტებზე დასასვენებელ საგზურებს, სილამაზის სალონისა და ესთეთიკური ცენტრის მომსახურებას 40-50%-იანი ფასდაკლებით, სტომატოლოგიური კაბინეტის მომსახურებას (ყველა პროცედურაზე) 35-40%-იანი შეღავათით (მეტი გამჭვირვალობისთვის, წარმოგიდგენთ სპეციალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასებს, რომლითაც სარგებლობთ თქვენ, ჩვენთან გაწევრიანებულები.)

წლებია, ვთანამშრომლობთ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებთან: დიაგნოსტიკურ ცენტრთან „ჯანმედი“, ამბულატორია „სანუსი“, “გიორგი ქვარცხავა“ – „ევიდენსი“, „კურაციო“, „ევექსის კლინიკები“, კლინიკა NLA.

საწევრო შემონატანი, რომელსაც დარეგისტრირების შემთხვევაში გადაიხდით, სიმბოლურია და თვეში ოჯახის ყველა წევრის სარგებლობის უფლებით შეადგენს მხოლოდ 3 ლარს, პედაგოგებისთვის კი – 2 ლარს.

დიდი ინტერესია სტომატოლოგოგიური მომსახურებისადმი, სადაც ჩვენი მონაწილეობით ვმუშაობთ ძალიან დაბალი ფასებით. მაგალითად: 1). კბილის ამოღება, ანუ ექსტრაქცია 15 ლარი; 2. ჰელიო პლომბი (ბჟენი) ნერვის მოკვლით 40-50 ლარი; 3). კერამიკის კბილის ჩასმა-65 ლარი (გერმანული ხარისხი); 4.) კბილების გაწმენდა – გაპრიალება 38 ლარი; სილამაზის სალონში კი: თმის შეჭრა – 5ლარი; თმის დავარცხნა – 5ლარი ; შეღებვა – 5ლარი; ესთეტიკური მედიცინის ცენტრში სახის ფილერები იწყება 250 ლარიდან. ბოტოქსი 4 ლარიდან, დატენიანება 80 ლარიდან.

დაწვრილებით ჩვენს პროგრამას შეიძლება ადგილზე გაეცნოთ. გვესტუმრეთ ოფისში, ზუგდიდი, მეუნარგიას ქ. 7. რესტორან დიარონის გვერდზე. ან დაგვირეკეთ ტელეფონზე: 593 56 58 01.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!