გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა


  • გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით  მდუმარე აქცია გაიმართა, რომელსაც სანთლებით ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს” ეწერა.

მდუმარე აქციას ზუგდიდის მერი მოადგილეებთან და პარტია ” ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. 

,,30 წელი გავიდა უდიდესი ტკივილიანი დღიდან, სოხუმის დაცემის დღიდან. ეს 30 წელი არის ადამიანური ტრაგედიისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის წელი. დღესაც ჩვენ მშვიდობისა და სიყვარულის გრძნობით მივმართავთ ჩვენ აფხაზ და-ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს. დავიბრუნებთ ერთმანეთის ნდობას და ერთად თანაცხოვრებით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შევქმნით”-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღიდან 30 წელი გავიდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!