სახალხო დამცველი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა


  • სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოფელ რუხის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

“სოხუმის დაცემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მაგრამ ამავე დროს, ეს არის დღე, რომელმაც ბევრი რამ უნდა გვასწავლოს, უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, თუ როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას აფხაზებთან, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ოსებთან. მათთან ჩვენი თანაცხოვრების ერთადერთი ფორმა უნდა იყოს მშვიდობა. სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები. მე იმედი მაქვს, ჩვენ ყველანი მოვესწრებით იმ დროს, როდესაც ერთად გადავალთ ამ ხიდსაც და სხვა გამყოფ ხაზებსაც და იქიდან ვიმუშავებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალიან უხეშად არის დარღვეული“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ენგურის ხიდთან მყოფმა სახალხო დამცველმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!