ზუგდიდში დოკუმენტური ფილმის ” დიდება დედოფალს ” ჩვენებას ნონა გაფრინდაშვილი დაესწრო


  • ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენებას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან, ქართული ჭადრაკის ლეგენდასთან ნონა გაფრინდაშვილთან და ავსტრიის ელჩთან თომას მიულმანთან ერთად ესწრებოდა.

დოკუმენტური ფილმი ასახავს, ოთხი ლეგენდარული მოჭადრაკე ქართველი ქალის: ნონა გაფრინდაშვილის, ნანა იოსელიანის, ნანა ალექსანდრიასა და მაია ჩიბურდანიძის ისტორიას. ფილმი საქართველოს, ავსტრიისა და სერბეთის მხარდაჭერით გადაიღეს.

დღესვე, ნონა გაფრინდაშვილი ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!