ფოტოკადრი, როცა ჭადრაკის თამაშში ერთმანეთს, ნონა გაფრინდაშვილი და აკაკი შანიძე “ეჯიბრებიან”


  • დღეს, 3 მაისს, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.

11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. სენიორებს შორის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი. ჭადრაკის „ოსკარის“ პირველი მფლობელი. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი. თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.

ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით (1997) დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა კაცთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში საუკეთესო ქვეყანას.

ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.

2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!