ზუგდიდში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა


  • ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სოფელ ჭაქვინჯში ერემაძეების უბანში ბაჩუკი ერემაძის საკარმიდამო ნაკვეთის დამეწყვრა გამოიწვია. მოხდა ოჯახის ევაკუაცია. მეწყერი საცხოვრებელ სახლამდეა მოსული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეწყერმა პრობლემა შეუქმნა უბანთან დამაკავშირებელ გზასაც. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგრნლები.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზეც, რამაც რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია. ამ დროისთვის ზუგდიდში არ წვიმს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 − ten =

Akismet ანტისპამი