სასახლეში ექსპოზიცია “უფლისწულის გალერეა” გაიხსნა


  • უფლისწულის სასახლეში დიდი ხნის პაუზის შემდეგ მუდმივმოქმედი ექსპოზიცია ,,უფლისწულის გალერეა” გაიხსნა.

გამოფენა სრულიად მიეძღვნა უფლისწულ ნიკო დადიანს. გამოიფინა რესტავრირებული, გაცოცხლებული უნიკალური ექსპონატები, ევროპული კულტურის უიშვიათესი ნიმუშები, ფაიფური, ფრაჟე, ძვლის სუვენირები, შანდლები, საწერი მაგიდის მოწყობილობები, დადიანების უნიკალური ბიბლიოთეკის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია XIX საუკუნის ფრანგული, ინგლისური, იტალიური და გერმანული სამეცნიერო-მხატვრული ლიტერატურა. ასევე, ევროპელი მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერის, გრაფიკის, გრავიურის ნიმუშები.

“სიმბოლურია ის, რომ თითქმის საუკუნის მაძილზე დახურული ექსპოზიციის კარები, უფლისწულის სასახლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, სწორედ დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი კალანდიამ და მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა დავით ოყუჯავამ გახსნეს.”-აღნიშნულია დადიანების სასახლის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!