მცენარეთა დაცვის საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ


  • სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაზარზე უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 300-მდე ობიექტში, საიდანაც 29 შემთხვევაში გამოვლინდა ეტიკეტირების წესის, შენახვისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.

“გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს. დღეისათვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტია რეგისტრირებული. მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილია ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმება, ასევე აღებული და გამოკვლეული იქნება პრეპარატების 500-მდე ნიმუში. შემოწმებისას ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!