შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც ახალი ინიციატივით უკმაყოფილო დარჩნენ. მინისტრი რეგულეციასთან დაკავშირებული კითხვების გასაცემად დღეს ზუგდიდში ჩამოვიდა. ის კინოთეატრ „ატრიუმში” სამეგრელო-ზემო სვანეთის ექიმებს შეხვდა. მინისტრის თქმით, ცვლილების ძირითადი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რადგან ხშირ შემთხვევებში სწორედ ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების გამო მოქალაქის ჯანმრთელობა ართუ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება კიდეც. გარდა ამისა მინისტრის თქმით, სხვადასხვა სახის წამლები, რომლებსაც ნარკოტიკული ზემოქმედების მიზნით იყენებენ, არ იქნება ხელმისაწვდომი. დავით სერგეენკოს განცხადებით, მოქალაქეებში გაურკვევლობის წარმოშობას ხელი შეუწყო ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა: