”კაზანტიპმა” ღვარცოფი გამოიწვია?


სასულიერო პირები, 21 ივლისს, დარიალის ხეობაში, ხელმეორედ ჩამოწოლილ ღვარცოფს ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ”კაზანტიპს” უკავშირებენ, რომელიც ანაკლიში გუშინ გაიხსნა… აცხადებენ, რომ ამგვარი ღვარცოფი 17 მაისსაც ჩამოწვა, რაც ამ დღეს დაგეგმილი ლგბტ მსვლელობის გამო მოხდა…  და კაზანტიპის ფესტივალი დროზე თუ არ დაიხურა, კიდევ  უამრავი ღვარცოფი ჩამოწვება და მთელი დარიალი განადგურდება… გთავაზობთ ბერ იოანეს განცხადებას: “ორი საათიც არ იყო გასული ამ საძაგელი ფესტივალის დაწყებიდან და განსაცდელმაც არ დააყოვნა. დევდორაკზე, დარიალის ხეობაში, ზვავი ისევ ჩამოწვა და სავარაუდოდ, უფრო დიდი. ცნობისათვის: ეს წინა 17 მაისსაც   მოხდა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება დამთხვევაა მხოლოდ მაგრამ, როდემდე იქნებით ასე დამთხვეულები ნეტავ. უფალმა იხსნას განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანები. ამინ” ასევე შეგახსენებთ, რომ ამგვარი ”ღვთის სასჯელი” ფესტივალის დაწყებამდე ნაწინასწარმეტყველები იყო სასულიერო პირებისაგან. ისინი აცხადებდნენ, რომ ყირიმის დაკარგვა ღვთის სასჯელი იყო უკრაინის მიმართ ”კაზანტიპის” გამო, ხოლო ახლა საქართველოში მსგავსი რამ გამეორდებოდა…


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!