- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ ომში დაღუპულ ბადრი ბერანძის შვილთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.