- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ნარჩენების მართვის კომპანიის ხელშეწყობით მიმდინარეობს მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ნარჩენების განცალკევებული შეგროვების პრაქტიკის დანერგვას და ითვალისწინებს, როგორც ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებას, ასევე, მათ დამუშავებასა და სარეალიზაციოდ მომზადებას, შემდგომში მათი ხელახალი გამოყენებისათვის. ამჟამად სარეალიზაციოდ გამზადებულია 95 ტონაზე მეტი მუყაოსა და ქაღალდის მეორადი ნედლეული.
სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ქაღალდისა და მუყაოს გადამუშავების საპილოტე პროექტის მთავარი კონსულტანტი რონი კვაჭაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ,,ზუგდიდასუფთავების ცენტრი”-ს დირექტორი ნუგზარ მალაშხია, მოადგილეები: გიგა კილასონია, ვასო ფარცვანია და ცენტრის სხვა თანამშრომლები.