დღეს, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 148 წელი შეუსრულდა. ამ დღესთან, დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ თეატრის ხელმძღვანელობას და დასს უმასპინძლა.კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგlთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ შეხვედრაზე ისაუბრა თეატრის დღევანდელ პრობლემებზე და მის მოსაგვარებელ გზებზე. ღადუამ აღნიშნა, რომ მერია თეატრის ნებისმიერ წამოწყებულ საქმეს მხარს დაუჭერს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის თქმით, თეატრის პრობლემების მოგვარებაში აქტიურად არიან ჩართულნი მხარის გუბერნატორი, ქალაქის მერია, საკრებულოს თავმჯდომარე და კულტურის სამინისტრო და იმედს გამოთქვამს, რომ თეატრში არსებული პრობლემები უმოკლეს დროში დასრულდება. წერედიანმა თეატრის მსახიობებს და დასს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის. ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას თქმით, თეატრი ნაბიჯ ნაბიჯ წინ მიიწევს, იმისათვის რომ, 150 წლის იუბილეს ღირსეულად შეხვდეს. მერიის ინფორმაციითვე, დაიდო სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ თეატრის შენობა ექვემდებარება აღდგენა-რეაბილიტაციას. მისი თქმით, ძალიან მალე დაიწყება თეატრის მცირე სცენის რეაბილიტაცია, რომ დასს ღირსეული პირობები შეექმნას. შეხვედრის დასასრულს ქალაქის პირველებმა მსახიობები სპეციალური სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.