“კვალიფიცირდება, სავარაუდოდ, წყლისმიერი აფეთქება”


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ დევნილების დასახლებაში რამდენიმე ათეული ადამიანის მოწამვლის შესახებ “ზუგდიდელებს” აცნობა, რომ დღეს “კერაში, 89 ადამიანი ავადაა, ხუთი სტაციონარულ მკურნალობას გადის. 19-მა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, დანარჩენი ბინის პირობებში მკურნალობს, ჩვენმა სამსახურმა, დევნილთა პოლიკლინიკასთან ერთად, მათ, ადგილზევე, ჩავუტარეთ ყველანაირი კონსულტირება. ანალიზები აიღო სურსათის უვნებლობის სამსახურმა წყალთან მიმართებაში და გადააგზავნა. ასევე დავადებათა ეროვნულმა კონტროლმა აიღო ლაბორატორიული მასალები ავადმყოფებისგან. სავარაუდოდო მასალები წყლისგანაც აღებულია და ავადმყოფებისგანაც. ვნახოთ, შევადაროთ, რა შედეგს მოგვცემს.

ორშაბათს დღის მეორე ნახევარსში წინასწარი პასუხი გვექნება, თუმცა დღეს შედეგების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, კვალიფიცირდება სავარაუდოდ წყლისმიერი აფეთქება. 89 მოქალაქიდან 39 ბავშვია 0 დან 15 წლამდე, მცირეწლოვანი მხოლოდ ერთია. ჰოსპილიტალიზებული ხუთი პირიდან სამი ბავშვი 3_4 წლის არიან. მათი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, დანარჩენი სახლში არიან- საშუალო სიმძიმის. ერთი არის მძიმედ, რომელსაც მიეცა რეკომენდაცა, რომ სტაციონარში მისულიყო და კონსულტაცია ჩაეტარებინა სხვადასხვა სპეციალისტთან. ორს სხვა თანხმლები დაავადება აქვს, რომ არ გაართულოს ამ მდგომარეობამ მათი დავადება. სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები წყალთან მიმართებაში ჩატარებულია, კანალიზაციის სისტემა გაწმენდნილია და შესაბამისად იქ ავადმყოფების რაოდენობა, თუ წყლისმიერია გამოწვეული და ვეჭვობთ რომ ეს წყლისაა,უნდა შემცირდეს.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!