- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ევროკავშირის პროექტი #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მეგრული ენის დაცვისა და პოპულარიზების მიზნით გამოსცა ბრაილის შრიფტით გაფორმებული აუდიო წიგნი ,,მეგრული ხალხური ზღაპრები“.
აუდიო წიგნი შექმნილია ცნობილი ქართველი მეცნიერების და მკვლევარების კორნელი დანელიასა და აპოლონ ცანავას მიერ ჩატარებული მრავალწლიანი საველე ექპსედიციების შედეგად 1991 წელს წიგნად გამოცემული მასალების მიხედვით.
აუდიო წიგნში შესულია ორმოცდარვა ზღაპარი მეგრული ხალხური ზეპირსიტყვიერების საგანძურიდან.
აუდიო წიგნები საჩუქრად გადაეცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ყველა საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკას.