ანა ჩემინავა საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი და ამჟამად ლიეტუვის “ჟალგირისის” ფეხბურთელია


  • ანა ჩემინავა საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი და ამჟამად ლიეტუვის “ჟალგირისის” ფეხბურთელია.

წელს ანას ჰქონდა პატივი ყოფილიყო ეროვნული ნაკრებისა და ზალგირისის გუნდის კაპიტანი.

ანამ თამაში დაიწყო 12 წლის ასაკიდან. მისი პირველი გუნდი ზუგდიდის ,,ბაია” იყო. პირველი მწვრთნელი კი გერონტი ნაჭყებია, რომელმაც ანა ეროვნულ ნაკრებში მიიყვანა. ანა ბავშვობიდან გატაცებული იყო ფეხბურთით.

“ბაიამდე მე სულ ბურთთან ერთად მეძინა, ეზოში თუ ჩემს გვერდით მდებარე სტადიონზე არ აქვს მნიშვნელობა სულ ვთამაშობდი ბიჭებთან ერთად”-აღნიშნავს ფეხბურთელი. ანა ქართველ ფეხბურთელ ქალებს ურჩევს არასდროს დანებდნენ, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ქალთა ჩემპიონატი პროფესიონალურ ლიგად ჩამოყალიბდეს. ქალთა ფეხბურთი მთელს მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვითარდება. ანა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ურჩევს თავიანთი დრო და ენერგია სწორად გამოიყენონ და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების.

ანა ჩემინავას 40 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. იყო 19 წლამდე და 17 წლამდე ასაკობრივი ნაკრების წევრი.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას:
2015/17 წლებში ლიეტუვა – მე-3 ადგილი ჩემიონატში;
2020/21 სეზონის ვიცე- ჩემპიონები;
2021/22 სეზონი- თურქეთის სუპერ ლიგა- გუნდის სახელი A.B.B FOMGETI, ასევე ითამაშა AFC CLUB CHAMPIONSHIP სადაც გახდა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი და გუნდთან ერთად SOGDIANA WOMEN გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.
2022 წელს ითამაშა უზბეკეთის უმაღლეს ლიგაში SOGDIANA WOMEN, სამჯერ გახდა ტურის საუკეთესო ფეხბურთელი, გუნდთან ერთად გახდა უზბეკეთის ვიცე- ჩემპიონი.
2023 წლის იანვარი/ თებერვალი ასევე ხანმოკლე კონტრაქტით, სეზონის ბოლოს შეუერთდა საუდის არაბეთის სუპერ ლიგის გუნდს, EASTERN FLAMES. მიმდინარე წელს იბრძვის ჩემპიონობისთვის.
“ჟალგირისი” ამ სეზონში მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურნირში BALTIC WOMEN LEAGUE.
,,ამჟამად ერთადერთი მიზანი მაქვს, ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ერთა ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. ლიეტუვა თურქეთი და ლუქსემბურგია ჩვენს ჯგუფში” -აღნიშნავს ანა. ანა ჩემინავამ რუხის საჯარო სკოლა დაამთავრა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!