ოდიშში აქცია დასრულდა


  • ამ დილით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ უგზოობის გამო სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ ახერხებს მისვლას და ბავშვებს უჭირთ სკოლამდე გადაადგილება. ასევე, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები.

აქციის მონაწილეებს მერიის წარმოამდგენლები შეხვდნენ.

საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას. მერიაში გვითხრეს, რომ სოფელში არსებობს ორი პრობლემა. ერთი საკვიტატიოს უბანში, სანიაღვრე არხის მოწყობა და ამ მონაკვეთში გზის რეაბილიტაცია.

“პროექტი უკვე შედგენილია საკვიტატიოს უბნისთვის და მალე გამოცხადდება ტენდერი. რაც შეეხება, გზის რეაბილიტაციას, ოდიშში, 2013 წლიდან განხორციელდა შიდა გზების რეაბილიტაცია, მოეწყო გარე განათება და დასრულდა გაზიფიცირება. კონკრეტულ მონაკვეთზე, კი გზის რეაბილიტაცია დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მიმდინარეობს საკითხზე მუშაობა, რათა მოხდეს პრობლემის მოგვარება”.

ამ წუთებისთვის, სოფელ ოდიშში ადგილობრივების აქცია დასრულებულია. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!