“რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება”-აქცია ზუგდიდში


  • დღეს, ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირავთ ტრანსპარანტები წარწერით: “რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება”, “არა რუსულ ფრენებს”, “საქართველო არასდროს გახდება რუსეთის გუბერნია”, “მონობა სტუმარ-მასპინძლობა არაა”.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს ავიარეისები რუსეთიდან.

აქცია,”სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის” ორგანიზებით გაიმართა. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × 4 =

Akismet ანტისპამი