პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ


  • პარლამენტმა 84 ხმით, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. ცვლილების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

კანონპროექტის მიღებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

აღნიშნული პერიოდი ნებაყოფლობითობის რეჟიმში რჩება და ბავშვის მშობელს და კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

ცვლილებით 4900-მდე მოსწავლე შეძლებს სარგებლობას და ის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს შეეხება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!