- ზუგდიდის ბაზართან მიმდინარე შიდა მოვაჭრეების აქციასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ მათთვის ცნობილია არსებული პრობლემის შესახებ და ამ ეტაპზე მერია მუშაობს ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად.
“მერია მუშაობს ამ საკითხზე, იცის არსებული პრობლემის შესახებ. ვმუშაობთ ისე, რომ ორივე მხარის ინტერესი იქნეს გათვალსიწინებეული, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული და ალტერნატივა იყოს შეთავაზებული”.
ინფორმაციისთვის: დილიდან, ზუგდიდის ბაზარი არ გაღებულა, შიდა მოვაჭრეები ბაზრის კართან აქციას მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ მუშაობაში ხელს გარე მოვაჭრეები უშლიან.