- ზუგდიდში, ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.
ისინი ამბობენ, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მყიდველები იშვიათად შედიან, რის გამოც პროდუქცია უფუჭდებათ.
მოვაჭრეების თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ მიიღეს დაპირება, რომ გარევაჭრობა აიკრძალებოდა, თუმცა უშედეგოდ.
ადგილზე მობილიზირებულია სამართალდამცავები.