1 მაისი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტეტურული მუზეუმის დაარსების დღეა


  • აკაკი ჭანტურია, დადიანების სასახლეთა არქიტექტურული კომპლექსის ბაზაზე მუზეუმის დაარსებას 1919 წელს შეუდგა. აკაკი ჭანტურიას, დამოუკიდებელი საქართველოს დაარსებისთანავე გაუმართლა, შეიძლება ითქვას, მას, როგორც მუზეუმელს, დაახლოებით იგივე რანგის პატივი ერგო, როგორიც თავის დროზე ვერსალის სასახლის, ერმიტაჟის მუზეუმისა და ეპანეთის სამეფო მუზეუმის დამაარსებლებს.

სამწუხაროდ, დასაწყისივით ბედნიერი არ აღმოჩნდა დასასრული, თავად ბატონი აკაკისათვის.

საქართველოში ერთადერთი სამთავრო სასახლე, რომელიც არ იყო გაძარცული, აღწერისათვის მთლიანად თავად აკაკი ჭანტურიასა და მასზე დაქვემდებარებულ კომისიას ჩააბარეს.

დაუღალავი შრომის შედეგად აღწერეს 70 000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, იქნებოდა ეს ფერწერა, გამოყენებითი ხელოვნება თუ რელიგიური რელიქვია.

დასრულდა აღწერა და მუზეუმმა დაიწყო მზადება გამოფენისათვის.

დადგა 1921 წლის თებერვალი!!!

დასრულდა დამოუკიდებელი საქართველოს მოკლე ისტორია.

რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობა დასრულებულია…

საბჭოთა ხელისუფლებამ, სულ რაღაც ერთ თვეში, 1921 წლის 20 მარტიდან 20 აპრილამდე მოახერხა და მუზეუმში არსებული უნიკალური ავეჯი, ჭურჭელი და კოსტიუმები (აღწერილი აკ. ჭანტურიას მიერ) გაიტანა სახალხო ბაზრობაზე და გაყიდა.

დედოფლისეული სასახლე ამავე პერიოდში სრულად ჩამოერთვა მუზეუმს და მასში განთავსდა მმართველი ორგანო.

ნიკოსეული სასახლის პირველ სართულზე, აღმოსავლეთის მხარეს, სამი დარბაზი დაუთმეს აკაკი ჭანტურიას და მინიმალური დრო მისცეს, რათა გამოფენა მოეწყო. სასახლის დანარჩენი ნაწილი ასევე საბჭოთა ხელისუფლების ადმინისტრაციამ დაიკავა.

აკაკი ჭანტურია, როგორც მუზეუმის დამაარსებელი და გამოფენის ავტორი, რეკორდულ დროში გამოფენით წარსდგა საზოგადეოების წინაშე.

1921 წლის 1 მაისს, ნიკოსეული სასახლის ცენტრალური კარები გაიღო და გაიხსნა გამოფენა.

გამოფენას ერქვა – ზუგდიდის სახელწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

შემორჩენილი სურათებით თუ ვიმსჯელებთ, წარმოდგენილი იყო მუზეუმის ყველა განყოფილება, ბატონმა აკაკიმ, გამოფენასთან ერთად მუზეუმის მოწყობის პრინციპი და სტრუქტურაც წარუდგინა ფართო საზოგადოებას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 1921 წელს ზუგდიდისთვის და არამხოლოდ ზუგდიდისათვის, საქართველოსთვის მუზეუმი არ იყო გავრცელებული და საზოგადო შესწავლის საგანი, ეროვნული განძის შეგროვების და შენახვის აუცილებლობას, საზოგადოების ფართო ფენები ხსენებულ პერიოდში ჩვეულნი არ იყვნენ. მუზეუმი ძირითადად მცირე, პრივილეგირებული საზოგადოების საზრუნავი და სადარდებელი იყო. ასეთ დროს საჭირო იყო ჩვენება იმისა, თუ როგორ არის მუზეუმი მოწყობილი, როგორია მუზეუმის მთავარი ფუნქცია და ასევე, რაოდენ განსხვავებული და მდიდარია დადიანების სასახლის ბაზაზე დაარსებული მუზეუმი.

საჭირო იყო ფართო საზოგადოების მხარდაჭერა, რათა მუზეუმს გაეგრძელებინა არსებობა და არქიტექტურული კომპლექსი და მასში დავანებული საგანძური გადარჩენილიყო.

აკაკი ჭანტურიას პირველმა გამოფენამ ეს დავალება ზედმიწევნით, შესანიშნავად და რაც მთავარია, შედეგიანად შეასრულა.

საბჭოთა კავშირის მასშტაბის მოვლენად, გამოფენა სულ რღაც 3 თვეში იქცა.

საბჭოთა საქართველოს პირობებში უპრეცენდენტო მხარდაჭერა და პოპულარობა ერგო წილად.

გამარჯვებას მტკივნეული და ძალიან არასასიამოვნო შედეგები მოჰყვა, პირადად აკაკი ჭანტურიასათვის, რაც გახდა საფასური იმისა, რომ მუზეუმს გაეგრძელებინა არსებობა და მისი განვითარება შეუქცევადი გახდა.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტეტურული მუზეუმი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!