- 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით,15 დან 22 აპრილის ჩათვლით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტარდება დასუფთავების აქციები.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, სუფთავდება ტრასები, ბაღები, სკვერები, პარკები, მდინარეები, ნაკადულები, წყლის საწრეტი არხები, წყლის ავზები და მათი მიმდებარე ტერიტორიები.
“ამ კამპანიაში მნიშვნელოვანია მოსახლეობის, სასწავლო დაწესებულებების, საჯარო სამსახურების და კერძო სექტორის ჩართულობა. დედამიწა ჩვენი სახლია. ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ და სუფთა გარემოზე. ეს ჩვენი მოვალეობაა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.