- დღეს, ზუგდიდის “სკეიტ პარკში” “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია გამართა.
აქციის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა და ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაზე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მისი საზღვარგარეთ გადაყვანაზე.
პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.