ზუგდიდში გააპროტესტეს სურსათსა და კომუნალურ მომსახურებაზე გაზრდილი ფასები


  • დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა გააპროტესტეს სურსათსა და კომუნალურ მომსახურებაზე გაზრდილი ფასები.

“საზოგადოების დიდ ნაწილს არ გააჩნია საცხოვრებელი მინიმუმი. ბოლო პერიოდმა გვაჩვენა, რომ მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მოსახლეობა. ჩვენ გვაქვს უამრავი ქვითარი შემოსული, რომელიც ადასტურებს, იმას, რომ გასულ თვეებთან შედარებით, გაორმაგებული და გასამაგებულია გადასახადები. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, ეს მათი პასუხისმგებლობაა და მათ უნდა მიიღონ მყისიერი გადაწყვეტილება, რომ კომუნალური გადასახადები იყოს შემცირებული. – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თეიმურაზ ბასილაიამ.

დღეს, სურსათსა და კომუნალურ მომსახურებაზე გაზრდილი ფასები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!