- ამ წუთებში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ამასთან, სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. სხდომას ბრალდებული ბადრი ესებუაც ესწრება.
ინფორმაციისთვის: სამართალდამცავებმა ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.