ხვალ თეატრში გაიმართება სპექტაკლი “შეჭრა”


  • 24 მარტს, 19:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლი “შეჭრა”.

“სპექტაკლი, რომელიც უნდა ნახოს ყველამ, განსაკუთრებით მოზარდებმა, რათა არ მინელდეს და არ დაგვავიწყდეს ის სატკივარი, რაც დღემდე მოგვყვება. ეს არის სევდიანი ისტორია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. ამბავი დევნილობაში მყოფი ქალის თვითგადარჩენისთვის ბრძოლაზე. მაშინ, როცა საკუთარ სახლს, მიწას, ოჯახს, საკუთარ იდენტობას კარგავ და თვითგადარჩენისთვის ბრძოლას დევნილობაში აგრძელებ. სპექტაკლის შემდეგ გაიმართება დისკუსია”.-აღნიშნულია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!