“ევროინტეგრაციის გზა და მონაწილეობითი დემოკრატია”-შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში


  • დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა “ევროინტეგრაციის გზა და მონაწილეობითი დემოკრატია”.

რა არის ევროკომისიის მოთხოვნების არსი, გადასადგმელი ნაბიჯები და მოსალოდნელი შედეგები, რა პოზიტიური გავლენა აქვს ევროპულ ინტეგრაციას ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, ასევე ადამიანის უფლებების დაცვაზე, როგორია 12 რეკომენდაციის ირგვლივ პარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესის ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა, ხარისხის მონიტორინგი და შეფასება. ამ საკითხებზე ისაუბრა “ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის“´დირექტორმა, ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, და დაინტერესებული პირებმა.

შეხვედრის მიზანი გახლდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარების, დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!