აშშ-ში, შესაძლოა, სოციალური პლატფორმა TikTok დაიბლოკოს


  • აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სოციალურ მედია TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აპლიკაციას არ გაყიდის, აშშ-ში პლატფორმა დაიბლოკება. მათივე თქმით, აპლიკაციის მომხმარებელი მილიონობით ადამიანის პირადი მონაცემები დაცული არაა და მათზე წვდომა, შესაძლოა, ჩინეთის დაზვერვასაც ჰქონდეს.

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებას კომპანია ByteDance-ის ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, კომპანია აპლიკაციის გაყიდვას და ინფორმაციის გავრცელების პოლიტიკის ცვლილებას არ გეგმავს.

2022 წლის თებერვალში კანადისა და აშშ-ში საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს სამსახურებრივ მოწყობილობებში სოციალურ პლატფორმა TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!