“ზუგდიდდასუფთავებამ” რიყის ტერიტორიაზე გეგმიური ინსპექტირება განახორციელა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა, ცენტრის ბრიგადირთან და მუშა-მოსამსახურეებთან ერთად სოფელ რიყის ტერიტორიაზე გეგმიური ინსპექტირება განახორციელეს.

უწყების ცნობით, “ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა” ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითეს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.

ინფორმაციისთვის: გარემოს დანაგვიანების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ფარგლებში ყველა სამართალდამრღვევ პირს დააჯარიმებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve + seven =

Akismet ანტისპამი