საკრებულოს წევრს ბაზრის ტერიტორიაზე არ უშვებენ


“ზუგდიდელებს” აცნობეს, რომ ამ წუთებში, ბაზრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვს ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს წევრი ანი წითლიძე, მაგრამ მას პოლიცია არ უშვებს ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია რკინის კონსტრუქციების აჭრა. ბაზრის ტერიტორიაზე არის ხმაური, მოვაჭრე ქალბატონები აღელვებული არიან. ისინი თანადგომას სთხოვენ არასამთავრობოებს და ჟურნალისტებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!