წითლიძეს კონჯარიაც შეუერთდა


ბაზრის ტერიტორიზე, ამ წუთებში, საკრებულოს კიდევ მეორე წევრს, საკრებულოს წინა მოწვევის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან კონჯარიასაც არ უშვებენ. პოლიციელები ჟურნლისტებს ეუბნებიან, რომ ისინი მხოლოდ დავალებს ასრულებენ. პოლიციელების კორდონის გარღვევა სცადა ანი წითლიძემ, მაგრამ ამაოდ, მას წინ პოლიციელები გადაუდგნენ.წითლიძე ამბობს, რომ პოლიციელებს აქვთ დავალება მერიიდან და გუბერნიიდან, რომ არ მოხდეს მისი ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა.

მოვაჭრეების ერთი ნაწილი იმყოფება ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, ნაწილი კი გარეთ. ვინც გარეთ არის, სთხოვენ პოლიციელებს შეუშვან შიგნით, რომ იქ დატოვებულ საქონელს გადააფარონ და დაიცვან დასველებისაგან.

პარასკევს, მერიაში შეიკრიბა ბაზრის თემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი დღის ვადაში მოხდება კონსტრუქციების დემონტაჟი.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!