ლია ბუკიას ინიციატივით, ზუგდიდში ნეიროგანვითარების ცენტრი იხსნება


  • საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, ზუგდიდში, ჭავჭავაძის N1 -ში, იხსნება ნეიროგანვითარების ცენტრი.

ნეიროგანვითარების ცენტრი ზუგდიდში, იქნება უზრუნველყოფილი ყველა საჭირო სერვისითა და უახლოესი ტექნიკით. ყველა ადამიანს აქვს უნარი, იყოს საზოგადოების აქტიური და წარმატებული წევრი. ცენტრის მიზანია, ამ უნარების აღმოჩენა და განვითარება, შედეგი კი, ბენეფიციარის მაქსიმალური სოციალური ადაპტაციაა.

მკურნალობა ხდება თითოეული პაციენტისათვის შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, სპეციალისტთა გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშია: ექიმი ნევროლოგი, ფიზიკური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი), ოკუპაციური თერაპევტი, ორთოზისტი, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, ფსიქიატრი, ხელოვნების თერაპევტი.

ნეიროგანვითარების ცენტრი თანამშრომლობს თურქეთის კვლევით ცენტრთან. თანამშრომლობის საფუძველზე, თვეში ერთხელ, იგეგმება თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტების ვიზიტი.

ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნება 10 აპრილს, საზეიმო ვითარებაში.

საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ -ევროპამცოდნეობის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი, ლექტორი, საერთაშორისო დონის სერთიფიცირებული ტრენერი, მასწავლებლის აკადემიის დამფუძნებელი,- ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რასაც სულ 37 წლის ასაკში ლია ბუკიამ მიაღწია. ლია ბუკიას სახელს უკავშირდება კვლევითი ინსტიტუტის მიერ, ახალგაზრდა თანამშრომლის ირმა ჭკუასელის სახელობის სასწავლო სტიპენდიის დაარსება. ლია ბუკია 2 წელია ონლაინ ატარებს ლექციებს საფრანგეთში მყოფი ქართველი სტუდენტებისთვის უსასყიდლოდ. ქალაქ ზუგდიდში საერთაშორისო განათლების კულტურის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ნეიროგანვითარების ცენტრის გახსნაც სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!