რეგიონებში დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, მოსახლეობას აფრთხილებენ


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე იმოძრაონ ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.

“ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით, ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

ამასთანავე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მონიტორინგს უწევენ ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან ბაკურიანი-ცემის მიმართულებით. ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში, ავტომობილის მძღოლს არ მიეცემა საშუალება, გადაადგილდეს ზემოთ აღნიშნული მიმართულებით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!