- საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები, უკვე ხელმისაწვდომია ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ეტაპობრივად განახლდება.
„აპლიკაცია მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციას აწვდის: ბილიკის GPS ტრეკს,რუკას, აღწერას და ფოტო სურათებს, რომელიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ, აირჩიონ და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ.
ბილიკების გამოყენება ოფლაინ რეჟიმშიცაა შესაძლებელია, iOS-ის მომხმარებლებისთვის ბმულიდან, ხოლო ანდროიდის მომხმარებლებისთვის ბმულზე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.