- კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინაში ტანკების გაგზავნას კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობად განიხილავს.
„არის მუდმივი განცხადებები ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან, რომ უკრაინაში სხვადასხვა იარაღის სისტემების, მათ შორის ტანკების გაგზავნა არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას. მოსკოვში იმ ყველაფერს, რაც მე ვახსენე რომ ახორციელებენ როგორც ალიანსი, ისე დედაქალაქები, აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩართულობა იზრდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის Leopard-ისა და Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.