- ურთაში, ამირან ქირიას საცხოვრებელი სახლი დაეწვა.
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან ერთად, ურთაში, ამირან ქირიას ოჯახში იმყოფებოდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისვ მერიის ინფორმაციით, ქირიების ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს, ბინის ქირით უზრუნველყოფს და სამასალე მორების მიღებაზე შუამდგომლობას გაუწევს.