- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, 27 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 13 პირი დააკავეს.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 44 841 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 220 000 ლარს აღემატება.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.