ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის გადაყენებას სთხოვენ პრემიერს


ზუგდიდში, ვეტერანის სტატუსის არმქონე ვეტერანებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი  ახალდაფუძნებული  არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა კავშირის“ წევრები არიან. აქციას შემოუერთდნენ ვეტერანები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან და რეგიონიდან. მათ არაერთ მოთხოვნასთან ერთად, აქვთ ერთი უპირობო მოთხოვნაც- მიიღონ ვეტერანის ოფიციალური სტატუსი.

აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერმინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი.  მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი თბილისში ჩავლენ და იქ იტყვიან თავიანთ სათქმელს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=o0-nQXZLVi4[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!