“ზღაპრის საათი” ბიბლიოთეკაში (ფოტოგალერეა)


დღეს, განსაკუთრებით ხალისიანი და საინტერესო დღე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკ.წერეთლის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. “ბავშვთა ოთახმა”  “ზღაპრის საათზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფს უმასპინძლა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრთან ერთად განახორციელა პროექტი “ბიბლიოთეკა”.
“ბავშვთა ოთახი” საზეიმოდ გაფორმდა, გამოიფინა საბავშვო წიგნები, ნახატები. ბაღის აღსაზრდელებს მეგზურობა გაუწია და ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ. ბავშვებს მიესალმა საბავშვო ოთახის ხელმძღვანელი  მადლენა დამენია. “ზღაპრის საათზე” ნაჩვენები იქნა მულტფილმი ,,რწყილი და ჭიანჭველა”. ფილმის ჩვენების შემდეგ ბიბლიოთეკის მთავარმა მეთოდისტმა დარეჯან გარდავამ ბავშვებს ზღაპარი ხმამაღლა წაუკითხა და დაეხმარა მათ როგორც წაკითხულის გააზრებაში, ასევე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაში. ბოლოს, პატარებმა მუსიკის ფონზე იცეკვეს კიდეც.
პროექტმა, რომლის მიზანი იყო, საყვარელი ზღაპრის გმირების დახმარებით ბავშვებში მეგობრობის, სიკეთის, თანადგომის, მოხერხებულობის, ვაჟკაცობის გრძნობის აღზრდა, კითხვის კულტურისა და წიგნის სიყვარულის აღზრდა, მიზანს მიაღწია,- პროექტი ბავშვებმაც სიხარულით მიიღეს, რაც საწინდარია იმის, რომ ის მომავალშიც შეუწყობს ხელს პატარებს სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბებაში.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!